მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომღერლის დედა, მანანა გვასალია ავრცელებს.
„ამ დღის სულ მეშინოდა, ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი, სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო“,-წერს ჯაბა ბოჯგუას დედა.
ჯაბა ბოჯგუა რამდენიმე წლის წინ ჯაბა ბოჯგუას გულის შეტევა ციხეში მოუვიდა, შემდეგ კი, კომაში ჩავარდა.