ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება.
გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის აღმასრულებელი კომიტეტი შეთანხმდა, რომ გააუქმებს 23 წლამდელთა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ფინეთის ტამპერში უნდა გამართულიყო.
აღმასრულებელი კომიტეტი ასევე შეთანხმდა ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე, მაგრამ ორგანიზატორებმა უნდა უზრუნველყონ სანიტარული პირობები, რომლებიც დაიცავს ყველა მონაწილის ჯანმრთელობას.