დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ინფორმაციით, გურიაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა, აქედან ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევი არის ზოტი და ლაითური. ზოტში გუშინ ვიმუშავეთ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო, ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს არჩილ მჟავიამ.