ბელარუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიცი საიდუმლოდ დადო. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკომ მეექვსე საპრეზიდენტო ფიცი ისე დადო, რომ ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.
როგორც სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Belta იუწყება, ცერემონია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა, სადაც ცესკო-მ პრეზიდენტად ლუკაშენკო 81%-იანი მხარდაჭერით გამოაცხადა, რომელსაც დასავლეთი არ აღიარებს.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს.
სამართალდაცველებმა ძალის გამოყენებით, დემოსტრანტები რამდენჯერმე დაშალეს და ათასობით ადამიანი დააპატიმრეს.