1989 წელს დაბადებული ზ.დ. ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ დააკავა.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს -1981 წელს დაბადებულ ი.დ.-ს, რომელიც იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანა სოფელ დაბის მიმართულებით არსებული ტყისკენ, სადაც, ყოფით საკითხზე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.