ევროკავშირი ალექსადრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს არ ცნობს, ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგრეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმარლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას cmjornal ავრცელებს.
,,9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისფალი იყო და არც სამართლიანი. ევროკავშირი გაყალბებულ შედეგებს არ ცნობს. 23 სექტემბერს გამართული ე.წ. ინაუგურაციასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალ მანდატს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პირდაპირ ეწინააღმდეგება ბელარუსის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“, – განაცხადა ბორელმა.
როგორც ცნობილია, 23 სექტემბერს, მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი.
როგორც ადგილობრივი მედია წერდა, ცერემონიას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ღონისძიების კადრები, ადგილობრივი მედიაშია ცერემონიის დასრულების შემდეგ გავრცელდა.