ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მოსახლეობა ისევ თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგების დაკვირვების ქვეშ რჩება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ განუცხადა.
„მოსახლეობა თვითიზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ არის. ველოდებით სიმპტომების გამოვლენას. ბლოკპოსტი მუშაობს ჩვეულებრივად“,_ განაცხადა ნასარაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითურში შეზღუდვები დაწესდა. ლაითურში გადაადგილება შეზღუდულია, თერმოსკრინინგი უტარდება ყველა შემსვლელს.