სამხედრო მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელდება. როგორც ALJAZEERA იუწყება, სამხედრო დაპირისპირების შედეგად დაღუპულებს შორის მოქალაქეებიც არიან.
მთიანი ყარაბაღის სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ ერთი სომეხი ქალი და ბავშვი მოკლეს, ხოლო ბაქომ თქვა, რომ სომეხი სეპარატისტების მიერ დაწყებული დაბომბვის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი ოჯახი გარდაიცვალა.
ვრცელდება ინფორმაცია ასობით სამხედროს დაღუპვის შესახებაც.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ძალადობა და მხარეებს მოუწოდა დაუყოვნებლად შეაჩერონ საომარი მოქმედებები და ნებისმიერი რიტორიკა ან სხვა ქმედებები, რამაც შეიძლება სიტუაცია გააუარესოს.