კომპანია „მაგთიკომი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ Apple iPhone 11 Pro ან სხვა სმარტფონის მოგების შესახებ სხვადასხვა ვებგვერდებზე შესვლისას ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ცრუ ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი აბონენტი და მოიგეთ Apple iPhone 11 Pro ან სხვა სმარტფონი.
პრიზის მისაღებად მოგთხოვენ გარკვეული ინფორმაციის შევსებას.
მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით.
არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.