ოზურგეთში , ძირითადად კი სხვადასხვა წვრილმანის ჯიხურებსა და დახლებთან, ასპირინის ათტაბლეტიან ფორფიტას, ერთ ლარად ყიდიან.
გამყიდველები ასევე თეთრი ფერის „ლისტებს“ მოარბენინებენ და ამბობენ, რომ ცოტა იაფად, სამი ფირფიტა 2 ლარად, მხოლოდ ასეთი იყიდება
_წითელწარწერიანი ერთი ლარია და თეთრიც არ დააკლდება! _ ამბობენ ისინი.
რაც შეეხება სოციუმს _ ქუჩაში, მაღაზიებში, სოფლის ავტობუსებსა და ზოგადად, ნებისმიერ კერძო საუბარში, ამბობენ, რომ „კორონავირუსის კვლავ მოძალების შემდეგ, ხალხში ხმა გავრცელდა, რომ ეს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია.
_ამიტომ დაიტაცეს. ასე იყო გაზაფხულზეც, _ თავიდან რომ გავრცელდა ეს ვირუსი. ჯერ პირბადეებზე იყო წეწვა-გლეჯა, მერე ნიორზე – ერთი კილოგრამის ფასი 22 ლარზე რომ აიყვანეს. რა ვიცით, ხალხი ხშირად „ხამობს“ – გვეუბნებიან ოზურგეთის ქუჩებში მოსიარულე ადამიანები.
ნაწილი მომხმარებლებისა ამტკიცებს, რომ შემოდგომაა და ქალბატონები, როგორც წესი, საზამთროდ შესანახ კერძებში ურევენ და ამიტომ არის ნაკლებობა.
აფთიაქებში კი ასპირინი საერთოდ არ არის.
„არ შემოდის, არ ვიცით, რატომ“ _ მოკლე პასუხი აქვს ყველა ოპერატორს.