ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (42 საჯარო და 2 კერძო სკოლა) 2020 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 11ოქტომბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით განხორციელდება.
იმედი მაქვს, ჩვენთან არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს შესაძლებლობას და სწავლას საკლასო ოთახებში 12 ოქტომბერს განვაახლებთ!
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს! “ – წერს ფეისბუქზე ლელა იმედაშვილი.