ხობის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნული ინფორმაცია „ გურია ნიუსს“ საზოაგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, შორენა საბახტარაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა ძირითადი ნაწილი სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლთან კონტაქტია.
ამ დრომდე მიმდინარეობს ღრმა ეპიდ-კვლევა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს. გარდაცვლილია 38 მოქალაქე.