როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, დღეს, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს სხვადასხვა დაავადებებიც აღენიშნებოდა.
გარდაცვლილი სპეციალური ეკიპირების მანქანით სოფელ ოზურგეთში, პირდაპირ სასაფლაოზე ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს და დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის წესები შეიმუშავა. რეკომენდაციები გარდაცვლილი ადამიანიდან ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხდება.
კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.