საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ შემადგენლობას 24 წლის ფორვარდი, ალექსანდრე ვერულიძე შეემატა.
„გურიას“ ახალწვეული ვლადიკავკაზში დაიბადა და ვარჯიში „ალანიას“ სკოლაში დაიწყო. იგი თამაშობდა მოსკოვის „სტალიცაში“, ტიხორეცკის „ტრუდში“, ვლადიკავკაზის „ბარსში“, „სკა-ხაბაროვსკში“, ვორონეჟის „ფაკელსა“ და ვოლგოგრადის „როტორში“.
ცნობისთვის, ალექსანდრე ვერულიძის მამა, ლაშა ვერულიძე რუსეთში ცნობილი მსაჯია.