დაბა ლაითურის სკოლის დირექტორის ლეილა გაბეჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 17 ბავშვს, რომლებიც მათი მოსწავლეები არიან, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
“დღეს გამოვლინდა ორი შემთხვევა, მანამდე კი იყო 15 შემთხვევა. ყველა მათგანს აქვს მსუბუქი ფორმით კორონავირუსი და ისინი თავს კარგად გრძნობენ“, – გვითხრა ლეილა გაბეჩავამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებში, დაბა ლაითურშიც სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ, რომ მოსწავლეებს დავეკონტაქტოთ და ცოდნა გავუღრმავოთ. იმედია, რომ ეს ყველაფერი დროულად დამთავარდება და ისევ სკოლის მერხებთან გავაგრძელებთ სწავლა-განათლებას“, – გვითხრა ლეილა გაბეჩავამ.