აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე – დავაკვირდებით შემთხვევების რაოდენობის ზრდას და შემდეგ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„I-VI კლასის მოსწავლეს განსაკუთრებით სჭირდება საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიური რისკების შეფასებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა ზოგადად მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა შეამოწმა ადგილზე 3000-მდე სკოლა და პირველივე შემოწმებისას მათი 99% მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ, ამდენად, ეპიდემიური კონტროლის ხარისხი სკოლებში არის მაღალი. აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე, შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე. მაღალ კალსებში ზოგადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე, უნდა დავაკვირდეთ მეექვსე კლასამდე სწავლის დაწყების ეფექტი რა გვექნება ეპიდემიური კუთხით. მთლიანად ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიურ სურათზე”, _ აცხადებს თამარ გაბუნია.