რომის პაპმა ფრანცისკემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან მიღება უარი განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალ პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ პაპი საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურებს არ მიიღებს.
,,პაპმა უკვე გარკვევით განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ფიგურებს არ ხვდება. ეს არის მიზეზი“, _ განაცხადა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.
როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯმა აშშ-სა და ვატიკანს შორის გაზარდა დაძაბულობა, რომელსაც წინ უძღოდა, ჩინეთსა და კათოლიკურ ეკლესიის შესახებ პომპეოს განცხადებები.
პომპეომ წმინდა საყდარი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვატიკანი ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნის თაობაზე ხელშეკრულების გაგრძელებით, კათოლიკური ეკლესიის ,,მორალურ ავტორიტეტს რისკის ქვეშ აყენებს“.
ვატიკანი, პომპეოს საკითხის სპეკულაციაში ადანაშაულებს, მათი განცხადებით, სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ხმების მოზიდვას ცდილობს.