საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 6 გურიაში დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, ინფიცირების 6-ვე შემთხვევა ლაითურშია.
„გუშინ საღამოს ჩატარებული 152 ტესტიდან დადებითი არცერთის პასუხი არ იყო. მაგრამ თუ ავიღებთ 24 საათის მონაცემს, იყო ინფიცირების 6 შემთხვევა. ლაითურია 6-ვე“,_ განაცხადა ნასარაიამ.