საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს საარჩევნო ეთიკის კოდექსს. პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” პოლიტიკურმა გაერთიანებამ, 54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში გელა ლაღაძემ და 50-ვე საარჩევნო უბანზე ამავე პოლიტიკური გაერთიანების 50-მა კომისიის წევრმა.
,,რა ეთიკის კოდექსზეა ლაპარაკი, როდესაც ასეთ დარღვევაზეა ლაპარაკი: ყველა უბანზე კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი წინასწარ ჰყავდათ შერჩეულ- დანიშნული კანდიდატი. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საყოველთაო პროტესტი და არ მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ეთიკის კოდექსს”,_ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბრისას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ.