აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 209 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა.
ამ დროისთვის აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 470 პაციენტი, 19 არასრულწლივანი, 20 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლებია -58.
აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.
კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 887-ს შეადგენს,გარდაცვლილია 58 ადამიანი.