ხშირად, 4 წლის ანასტასია გოგუაძის ფოტოები, რეალური არ ჰგონიათ. ზოგჯერ ამბობენ, რომ ფოტოშოპია ან უცხოური ჟურნალიდან არის გადმოტანილი…
არადა, ეს პატარა, 4 წლის ლამაზმანი, რომელსაც ბაბუა, მამუკა გოგუაძე მშობლიურ ოზურგეთში ჩამოსვლისას „ოზურგეთელ თბილისელს“ ეძახის, ახლაც მამისეულ ქალაქს სტუმრობს და ბებია-ბაბუასთან რთველშია ჩაბმული… სათავისო ნამუშევარიც გამოუვიდა. ოზურგეთში, ბაბუას ეზოში, ასეთი საშემოდგომო ჟესტით „გამოგვეჩვენა“.