„მალე მივიღებთ უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით.
ერთ მხარეს გვეყოლება ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება – გადარჩენას შეეცდება;
მეორე მხარეს, ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი.
ქვეყანა კი, იმ მილიარდობით ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“ არიგებს.
დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას რას უნდა ველოდეთ?!
თანაც, მარტის მერე ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ.
კარანტინის დროს სახლებში გამოკეტილი, შიმშილით რამდენი გარდაიცვალა, ამას რატომღაც არავინ ითვლის…
თავისუფლება წაგვართვეს, ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებს იწმინდს ქვეყნის კონსტიტუციაზე და ამ ყველაფერს, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ტაშისკვრით დაჭირა მხარი.
მოკლედ, „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს და ეს ფაქტია. იმ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციის მაგიდის გარშემოც, ბევრი ისეთი პოლიტიკური ძალა იჯდა, ვის გვერდით დგომაც ცუდ სიზმარშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია!“,_ აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. (R)