ტყიბულში სასწავლო დაწესებულებები ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 65 დადებითი შემთხვევა დადასტურდა.
,,სამწუხაროდ, ინფიცირებულთა შორის არიან მოსწავლეები და მასწავლებლები. ამ კუთხით მრავალრიცხოვანი ინფიცირება გამოვლინდა გუშინ ტყიბულში, სადაც ყველა სასწავლო დაწესებულება ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ხოლო ახლო კონტაქტები კარანტინშია გადაყვანილი. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ზომების გამკაცრების აუცილებლობას ვერ ვხედავთ იმერეთში. რეგიონში არ გვაქვს კოვიდის უკონტროლო გავრცელება. იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 450-მდე მკურნალობს, 1800 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 200-მდე კარანტინში რჩება,”- განაცხადა შალამბერიძემ.