თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით კიდევ 167 ადამიანს აპატიმრებენ.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულთა უმეტესობა ჯარისკაცია და მათ ხელისუფლება ადანაშაულებს 2016 წელს წარუმატებელი გადატრიალების ორგანიზებაში.
ფეთჰულა გიულენი უარყოფს მონაწილეობას 2016 წლის ივლისის მოვლენებში, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა.