ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ,,Johnson&jonson” – მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცდების შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ ცდისას ერთ-ერთ მონაწილეს ამოუხსნელი მიზეზით დაავადდა.
ახლა, კომპანიაში იკვლევენ ვაქცინას აქვს თუ არა სისცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები.
“სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია კლინიკურ კვლევებში და სერიოზული გვერდითი მოვლენების რიცხვი შეიძლება გონივრულად გაიზარდოს კვლევებში, რომელშიც მონაწილეობენ დიდი რაოდენობით მოხალისეები. მონაწილემ უკვე მიიღო სასწავლო პლაცებო(მკურნალობა). ახლა კი, მიმდინარეობს კვლევა, იმის შესახებ ვაქცინას აქვს თუ არა საშიში გვერდითი მოვლენები,“ – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც CNN წერს, Johnson & Johnson- მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო.