ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორი მაკა ჭყონია “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ხვალ, 15 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 33 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი იწყება.
“სააღმზრდელო პროცესი ამ ეტაპზე არ განახლდება დაბა ლაითური ორ და სოფელ მზიანის ერთ საბავშვო ბაღში. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ ეტაპზე, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღნიშნულს სოფლების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გავაგრძელოთ. ასევე, რამდენიმე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 19 ოქტომბერს განახლდება“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.