ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მიქაელის განცხადებით, დავითგარეჯთან დაკავშირებთ სინოდი შეიკრიბება და ყველაფერს გაეცემა პასუხი.
როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.
,,სინოდი აუცილებლად შეიკრიბება, რა შეკითხვებიც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“, _ განაცხადა მეუფე მიქაელმა
როგორც ცნობილია, 7 ოქტომბერს პროკურატურმა ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტპრო ნატალია ილიჩოვა დააკავა.