საუდის არაბეთში შევარდენი რეკორდულ ფასად 173 000 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას DAWN.COM-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით შევარდნების კლუბის მიერ მოწყობილ აუქციონზე, ახალგაზრდა ფალკონმა, 45 დღიანი აუქციონზე ფრინველი 650 000 საუდური რეალად (173 000 აშშ დოლარი) გაყიდა.
როგორც DAWN.COM წერს, უდაბნოს შაჰინის ჯიშის შევარდენი 1,1 კოლოგრამს იწონის. ის იშვიათი სახეობის ფრინველია და იშვიათი მახასიეთებლებით გამოირჩევა.
როგორც აუქციონის ორგანიზატორები და შევარდენის კლუბის წამომადგენლები აცხადებენ, შევარდენი გასულ წელს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაიჭირეს და გაწვრთნეს. შევარდენით ნადირობა არაბეთის ნახევარკუნძულზე კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად ითვლება.