სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შეხვედრაზე სტატუსს აქვეყნებს.
“წუხანდელი მიტინგის შორიდან დანახვით თუ ვიმსჯელებთ, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ლიკვიდირებულია. ალბათ, შვეციის გზით აპირებს ნაციონალური მოძრაობა (კოლექტიური იმუნიტეტი ) covid 19 თან გამკლავებას?“ – წერს არჩილ მჟავია.
ინფორმაციისთვის, გუშინ ქალაქ ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საარჩევნო შეხვედრა ღია ცის ქვეშ გამართეს, სადაც არ იყო არანაირი წესები დაცული.