ოზურგეთში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვები ხორცით მოიწამლნენ, არ ადასტურებს სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსი მანანა ერქომაიშვილი:
_ ფაქტი არის ნამდვილად _ 11 საბავშვო ბაღის 80-მდე ბავშვს აქვს მოწამვლის სიმპტომი. თუმცა, ენტეროვირუსია ეს თუ სხვა რამ, ჯერ არ არის დადასტურებული. ეპიდემიოლოგები ცალკე მუშაობენ, ასევე, ვმუშაობთ ჩვენც.
ხორცით მოწამვლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ერთი ბავშვი ბათუმში გადაიყვანეს და ენტეროვირუსი დაუდასტურდა, _ გვითხრა ქალბატონმა მანანამ.