სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“სსიპ-წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის სიმპტომები, რის გამოც ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან, ორი კვირის მანძილზე სკოლა გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმზე. სწავლა გაგრძელდება ონლაინ გაკვეთილების არსებული ცხრილით, რაც უკვე მოგეწოდათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – წერს სოციალურ ქსელში ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი, მზია ვაშალომიძე.