ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
„კოვიდ დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა…
ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია რომ ძალიან ვერაგი ვირუსია…
კიდევ ერთხელ გთხოვთ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.“