საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა.
„თბილისში 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად. გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში გახლავთ 78, შიდა ქართლში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა. სამეგრელო- ზემო სვანეთში გახლავთ 73, კახეთში 46, გურიაში 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა მთიანეთში არის 14 და სამცხე ჯავახეთში 7“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაცვლილი 143 პაციენტი.