როგორც ცნობილია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, მოწამვლის სიმპტომი 80-მდე ბავშვს აღენიშნა.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა კლინიკა „მედალფას“ პედიატრიული სამსახურის კოორდინატორს, მარიკა ზარნაძეს, რამდენი ბავშვი შეიყვანეს საავადმყოფიში და როგორია მათი მდგომარება ამ დროისთვის.
_გუშინ დილიდან დღეს დილამდე, გადაუდებელ ამბულატორიაში გატარდა 15 პაციენტი. აქედან 9 ქალაქის მცხოვრებია და 6 _ სოფლის. გაუმჯობესებული მდგომარეობით ისინი გაეწერნენ ბინაზე. რაც შეხება ინფექციურ განყოფილებას, ოთხი პაციენტიდან გაეწერა ერთი და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, რჩება სამი ბავშვი, – გვითხრა ქალბატონმა მარიკამ.
კითხვაზე, კოვიდთან დკავშირებით როგორი პასუხი მიიღეს, მან გვითხრა, რომ დადებითი პასუხი არ მოსულა.
_გუშინ საღამომდე რაც მივიღეთ, ყველა პასუხი იყო უარყოფითი _გვითხრა მარიკა ზარნაძემ.