ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართული საპროტესტიო აქცია მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას infobae ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობასა და ორ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს, ასევე აქტივისტების ნაწილმა მომხდარი არეულობის დროს მაღაზიები გაძარცვა.
როგორც გამოცემა წერს, დემონსტრანტებსა და სამართალდაცავებს შორის დაპირისპირებისას 18 პოლიციელი დაშავდა, სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საპროტესტო აქციები ჩილეში გასული წლის 19 ოქტომბერს დაიწყო და მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. მოგვიანებით მათი მოთხოვნა განათლებისა და ჯანდაცის სისტემების რეფორმით შეიცვალა. 2019 წლის 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა.