ვერძი
როცა საუბარია ურთიერთობებზე, ვერძებს ურჩევნიათ თვალები დახუჭონ ცუდზე და არ აღიარონ, რომ სინამდვილეში ყველაფერი უფრო ცუდად არის, ვიდრე ჩანს. ისინი დინებას მიყვებიან, და მხოლოდ ახლო მეგობრებს, შეუძლიათ გაუმხილონ რა მოხდა სინამდვილეში.
კურო
ურთიერთობები მათთვის – ეს სპორტის კონტაქტური სახეობაა. კუროები ძნელია დააკმაყოფილო ლოგინში, ქალებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქტის ხანგრძლივობა, არამედ პროცესის ხარისხიც. კუროები ძლიერი ქალები არიან, ვისგანაც შეიძლება გაიქცნენ მამაკაცები, თანაც უცნაურ გარემოებებში, სულელური შეტყობინებების დატოვებით.
ტყუპები
ტყუპებს გაორმაგებული ბუნება აქვთ, მათი ურთიერთობები – ეს ერთდროულად სიყვარულიც არის და სიძულვილიც. სწორედ ეს ხდის მათ მხურვალე საყვარლებად და ძალიან ქარიზმატულ პიროვნებებად. ასეთ ქალთან შეხვედრას ყველა მამაკაცი ვერ ბედავს.
კირჩხიბი
კირჩხიბები კონსერვატიულები არიან და ყოველ ახალ მამაკაცში ხედავენ პოტენციურ ქმარს და მეოჯახეს. ისინი ელოდებიან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაიპყროს ის. ამავე დროს კირჩხიბები აფასებენ პირად სივრცეს, რასაც გაუგებრობა შეაქვს ურთიერთობებში. იმიტომაც ხშირად კირჩხიბები უფრო დიდხანს, ვიდრე საჭიროა, რჩებიან მარტო.
ლომი
ურთიერთობებში ძირითადად ისინი იღებენ გადაწყვეტილებების უმეტესობას, არ ერიდებათ გამოხატონ, რომ მართლები არიან. მიუხედავად ამისა, ქალი-ლომი გულში კეთილი დედოფალია, მაგრამ მაინც დედოფალი.
ქალწული
ამ ნიშნის ქალები საუკეთესოები არიან ურთიერთობების ხელოვნებაში. მათ შეუძლიათ წაიყვანონ საინტერესო საუბრები, გააჩნიათ მოსმენის უნარი და გამოიყენონ მოსმენილი ინფორმაცია საკუთარ ინტერესების ფარგლებში. ამავე დროს ქალწულები მიდრეკილები არიან ზედმეტი ანალიზისკენ და ეძებენ ფარულ აზრს იქ, სადაც არ არის. ხშირად ამას მოყვება სულელური კამათი.
სასწორი
სასწორი ხშირად პატივმოყვარეა და გარეგნობა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მზად არიან ეს აღიარონ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იმიტომაც აწყდებიან ხანდახან ადამიანებს, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ მომხიბვლელ იმიჯს იქმნიან. სასწორებმა უნდა შეეძლოთ ლამაზი გარეგნობის იქით ყურება.
მორიელი
ქალი- მორიელი – როგორც თოვლის ცივსისხლიანი დედოფალი. როცა მორიელები ხვდებიან ვიღაცას, ისინი ხედავენ მიზანს და არა დაბრკოლებებს. თუნდაც მიზანი იყოს ქორწილი ან განქორწინება, ისინი თავისას აუცილებლად მიაღწევენ.
მშვილდოსანი
ამ ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება – ისინი თავად ინარჩუნებენ ერთგულებას და სხვისგანაც ითხოვენ. მამაკაცებს უძნელდებათ ქალი-მშვილდოსნის დაპყრობა, მაგრამ თუ ეს გამოვიდა, ის მათ ხანგრძლივ ურთიერთობებასა და ერთგულებას ჰპირდება. სხვა მხრივ, თუ მშვილდოსნები არ არიან მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის, ისინი ბევრ გულს დაამსხვრევენ.
თხის რქა
თხის რქები ცხოვრებაში და ურთიერთობებში ჭკვიანები არიან, მაგრამ ხანდახან არასაკმარისად ჭკვიანები, როცა ეხება მათ საკუთარ კეთილდღეობას. ისინი მიზანდასახულები არიან და უყვართ წესრიგი, ამიტომ არ უყვართ ადამიანები, ვისაც ეს არ ახასიათებთ. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას, ამიტომ არ ურთიერთობენ მათთან, ვინც არასასიამოვნო რაღაცეებს ეუბნებათ.
მერწყული
ისინი უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც ყველაფერს აუჩქარებლად და მშვიდად აკეთებენ. ამავე დროს პატიოსნები და ერთგულები არიან, რითიც შეუძლიათ ისარგებლონ ანგარებიანი პიროვნებებმა, მაგრამ ისინი ასევე ზარმაცები არიან – დაწყებული ლოგინით და დამთავრებული სახლის დალაგებით.
თევზები
თევზები ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ ამას არ აფიშირებენ. ძირითადად მათი ცოდნა – ზედმეტი ნდობის გამო ურთიერთობებში წარსული შეცდომების გამოცდილებაა. ისინი პატიოსნები არიან, მაგრამ შემართებით არიან განწყობილები ყველაფერში წარმატება მოიპოვონ, ამიტომ დიდხანს არ რჩებიან ცუდ ურთიერთობებში.