ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ინფიცირებიდან მე-8 დღეს სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს თუ როგორ მოიქცნენ მასსავით მსუბუქი ინფიცირების სიმპტომების ქონის შემთხვევაში.
„Covid-19 ინფიცირების მე-8 დღე.
იყავით ფრთხილად და არ ჩავარდეთ პანიკაში. ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები და არა ფაქტობრივად – მხოლოდ სამედიცინო პირბადე, 1 მეტრი და მეტი დისტანცია, გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვა , მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
მოერიდეთ ასაკსა და რისკჯგუფში მყოფ ადამიანებთან კონტაქტს, რადგან ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა რასაც უნდა ვგრძნობდეთ ვირუსის მართვისას
ინფიცირებულთა 80 % არის უსიმპტომო, როგორც მაგალითად ჩემი შვილის შემთხვევაში და დარჩენილი 20 პროცენტიდან მხოლოდ 2-3 % არის მძიმე
მსუბუქი სიმპტომებისას, როგორიც მე მაქვს, სვით ბევრი სითხე, მიიღეთ C ვიტამინი და იმოძრავეთ შეძლებისდაგვარად ბევრი.
თუ განსაკუთრებული მითითება არ გაქვთ არ არის რეკომენდებული სისხლის გამათხელებელის მიღება, შეეცადეთ ბუნებრივი საშუალებებით ( მაგ. ლიმონი ) დაარეგულიროთ ეს საკითხი.
აკონტროლეთ სიცხე, სუნთქვის სიხშირე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად იქნებით ჰოსპიტალიზებული.
დაინფიცირებისას მოიქეცით ისე როგორც სტანდარტულად ვირუსის ან გრიპის დროს იქცევით, გარდა შემთხვევებისა თუ გაქვთ მაღალი სიცხე და გიჭირთ სუნთქვა. ამ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
ნუ იღებთ ზედმეტ და დამთრგუნველ ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებით ეს მხოლოდ პანიკაში გაგდებთ.
შეეცადეთ მიღებული ინფორმაცია სწორად გადაამუშაოთ და გამოიყენოთ.
ინფიცირებიდან 7-8 დღე არის ყველაზე მეტად საფრთხილო, წარმატებით გადალახვას გისურვებთ.
დაინფიცირებიდან 12 დღის შემდეგ ითვლება რომ აღარ ხართ გადამდები, და თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გიწყობთ ხელს დატკბით რომ გაქვთ ანტისხეულები და რამდენიმე თვე ხართ დაცული ინფიცირებისგან.
ჯანმრთელობას გისურვებთ“,_ წერს წილოსანი.