ამ დროისთვის ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და ავტომობილებს გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გზის გადაკეტვის მიზეზი სკოლის წინ ზებრის მოხატვის სამუშაოებს უკავშირდება.
„გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი, ნანა ცინცაძე ამბობს, რომ ერთი ზებრა გადასასვლელი სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა, 2 კი მაგისტრალზე.
„აქ არის ცენტრალური გზა მაგისტრალი. გზას მოვხატავთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხშირად ვსარგებლობთ და ფაქტია, რომ აქ აუცილებლობა იყო იმის, რომ განგვეახლებინა ქვეითთა გადასასვლელები“,_ გვითხრა ცინცაძემ.