ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ორშაბათს მას დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან ქალაქ ხონში შეხვედრისას და ის უნდა გადასულიყო თვითიზოლაციაში.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა მას და ჰკითხა, ნამდვილად ყოველგვარ საფუძველსმკლებული მოტივით მოხდა ეს თუ არსებობდა კონკრეტული, მცირე საფუძველი მაინც.
_გასაკვირი ის არის რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე არარსებულ შეკრებაზე ვიყავი, სადაც კოვიდინფიცირებულთან მქონდა შეხება. ამიტომ უნდა გადავსულიყავი თვითიზოლაციაში და შემდეგ ჩამეტარებინა ტესტი. საქმე იმაშია, რომ ორშაბათს, ხონში ეკომიგრანტებს უნდა შევხვედროდი. ნათესავის გარდაცვალების გამო, გადავდე ეს ღონისძიება. მათ კი ეგონათ, ალბათ, ჩატარდა და ასეთი უსუსური ბრალდება წამომიყენეს _ გვითხრა ნაკაიძემ.
_თქვენ დაანონსებული გქონდათ, რომ შეხვედრას ატარებდით?
_ერთხელ ვესაუბრე ჩვენს თანაპარტიელს ხონიდან, აკაკი ბობოხიძეს, თუმცა მალევე გავგებინე ახლობლის გარდაცვალების შესახებ და ვუთხარი, რომ შეხვედრა უნდა გადაგვედო. მართლაც გადაიდო. სასაცილოა. ეგონათ, რომ ჩავატარეთ. ჩემი აზრით, გვისმენენ. მე მაინც ჩავიტარე ეს კოვიდტესტ მაგ ჭორების საფუძველზე, რა თქმა უნდა. პასუხი უარყოფითია.
_ეკომიგრანტებთან გადადებული შეხვედრა თუ ჩაატარეთ?
_კი, გუშინ ჩავატარეთ. თუმცა, ხომ გეუბნებით, მე მანამდე დამირეკეს. ეგონათ, რომ ორშაბათს ჩავატარეთ.თავი დავიზღვიე-ეს ჩემი სურვილი იყო, რომ მათ ტყუილი საბაბიც არ ჰქონდეთ, – გვითხრა ნაკაიძემ.