„ვერასოდეს დავრჩები სახლში. დღეს ჩემი სახლი და ოჯახი არის ოზურგეთის კლინიკა, „მედალფა“. გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ რეგულაციები და ყველაფერი კარგად იქნება, _ წერს სოციალურ ქსელში კლინიკა „მედალფას“ დირექტორი, ექიმი დავით მდინარაძე.
„გურია ნიუსთან“ საუბარში დათო მდინარაძე, რომელიც ჩვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, აკონკრეტებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა პანდემიის და არაპანდემიის პირობებშიც, 3-4 დღე კლინიკაში დარჩენილა.
_ ასე იქნება მომავლშიც, როცა ამის საჭიროება იქნება.
როცა არის ცალკეული შემთხვევები , როცა მედიკოსებს უჭირთ ან არ სურთ მედიასთან კონტაქტი (ეს ყველას არ ეხება), კარგი იქნება, თუ კოლეგები კოლეგებისგან აიღებენ მაგალითს და გვიპასუხებენ. ჩვენ ხომ ახლა ერთი დიდი პრობლემისწინააღმდეგ ვიბრძვით, რასაც პანდემია ჰქვია.