საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 686 თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა,
„რაც შეეხება აჭარას, იქ 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -356 , სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69 , ქვემო ქართლში -36 , შიდა ქართლში – 35, კახეთში – 24, გურიაში – 17, მცხეთა მთიანეთი – 12 , სამცხე-ჯავახეთი – 30, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7 ახალი შემთხვევაა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.