შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან განცხადენას ავრცელებს.
„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“,_ აცხადებენ შსს-ში.