სამტრედიაში, პირველი საჯარო სკოლის მისამართით მითქმა-მოთქმა არ წყდება. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქმის სკოლაში მასწავლებელი არ დარჩა, კოვიდინფექცია რომ არ დადასტურებოდა. რა ხდება სინამდვილეში, ამის გასარკვევად ,, გურია ნიუსი” პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ხათუნა ფაილაძეს დაუკავშირდა. ,,სკოლაში ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. კოვიდ-19 ჩვენი სკოლის 10 პედაგოგს აქვს დადასტურებული. აქედან 6 კლინიკაში მკურნალობს. მეც გავიკეთე ტესტი და უარყოფითი პასუხი მომივიდა.
სანამ არცერთ ადამიანს არ ქონდა მგონი სრულიად სამტრედია ოცნებობდა რომ პირველ სკოლაში დაფიქსირებულიყო ვირუსი. სამწუხაროდ, ვის აღარ მიაწერეს ვირუსი აქვსო. მე მგონი, იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით და წესების სრული დაცვით, სასწავლო პროცესი სრულიად საკლასო ოთახში გადავიტანეთ. ასევე, პირველები ვიყავით, ვინც არ შევუშინდით და მაშინვე გავამხილეთ და დავიწყეთ პრევენცია. ახლა სრულად ონლაინზე ვართ. ჩვეული ტემპით ვშრომობთ და ვქმნით. მაგრამ პოსტებს ვერიდები, არ მინdა ადამიანები გავაღიზიანო.
სამწუხაროდ, ადამიანები ჯანსაღი კონკურენციისათვია არ არიან მზად. თუმცა, მე და ჩემი პირველები მუდამ მზად ვართ გახსნილი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის.
ყოველ დღე ონლაინ პედსაბჭო გვაქვს და ერთმანეთს ვუზიარებთ ხვალინდელ გეგმებს.
ამ დღეებმა დაგვანახა, თურმე როგირ გვიყვარს ერთმანეთი და გვერდით ვუდგევართ ერთმანეთს.
გოგოები ,,ტაციაობენ” გაკვეთილებს მე ჩავუტარებ, რა პრობლემააო.
საოცარი გეგმები გვაქვს და აუცილებლად განცახორციელებთ.