ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.