გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.