წალკაში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” წალკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, გარდაცვლილი 65 წლის ქალბატონია.
ამასთან, როგორც საზოგადოებრივ ცენტრში განმარტავენ, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.