ეს პატარა, ლამაზი ბიჭი გიორგი ბერიშვილია. გიორგის ერთი წლის წინ თავზე სიმსივნური წანაზარდი დაუფიქსირდა. პატარა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ცხოვრობს. როგორც გიორგის დედა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ექიმების თქმით, მკურნალობის ბოლო ეტაპზე არიან.
“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვმკურნალობთ. როგორც ექიმებმა გვითხრეს, სავარაუდოდ, მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვართ”, _ გვითხრა გიორგის დედამ მარიამ ვაჩეიშვილმა.
მთელი წლის განმავლობაში მკურნალობის შედეგად ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა და ახლა კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილნი. შესაგროვებელი თანხა კი ბევრი არ არის. იმისთვის, რომ გიორგიმ მკურნალობის ეს ეტაპიც გაიაროს, მხოლოდ 1500 ლარია საჭირო.
მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ გულისხმიერება _ გიორგის ჯანმრთელობისთვის ყოველი ლარი მნიშვნელოვანია.
გიორგის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში.
GE25BG0000000162579635 _ Მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი;
GE15TB7679445061100108 _ მიმღები ემზარი ბარამიძე.
ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: (598) 417413 _ მარიამი.