ოზურგეთის ცენტრალურ სივრცეში, „ჭადრების ბაღში“, რომელიც აქაურთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი და თავშეყრის ადგილია, გუშინ დამატებით 18 სკვერის სკამი განთავსდა.
როგორც მომსახურების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ქუტიძემ გვითხრა, სკამების არსებული რაოდენობა არ იყო საკმარისი.
_ზოგიც დაზიანებული იყო. თუჯის სახელურები აქვსდა თუ გატყდა, აღდგენა არ ხერხდება. ამიტომ მოხდა ახალი სკამების შემოტანა, – გვითხრა მან.
თენგიზ ქუტიძემ ასევე გვითხრა, რომ უკვე შეკეთდა სანიაღვრე არხის ცხაური, რომელიც გატეხილი იყო და წინა დღით არხში ბავშვიანი ქალი ჩავარდა.