მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
“დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასე გამოიყურება შემდეგი: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში _ 437, იმერეთში _ 388, ქვემო ქართლში _ 32, შიდა ქართლში _ 125, გურიაში _ 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში _ 151, კახეთში _ 40, მცხეთა–მთიანეთში _ 12, სამცხე–ჯავახეთში _ 44, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში _ 0.
საკარანტინე სივრცეში არის 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში _ 683, აჭარაში-1 649.
სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია _ 9 728 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში _ 3 764 პირი, აჭარაში _ 11 190, იმერეთში _ 4 024”, _ თქვა ნათია მეზვრიშვილმა.