ტელეკომპანია მთავარის იმერეთის ბიუროს მანქანიდან რამდენიმე წუთის წინ ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს. ძარცვა ტელეკომპანიის ოპერატორის თვალწინ მოხდა. რეზი ბურჯანაძე ამბობს, რომ მძარცველს დაედევნა. მოგვიანებით მიხვდა, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა.
ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება და საგამოძიო პროცედურებს ატარებს.